საოპერაციო სანიტარი
15-10-2026 - 13-11-2026

სამუშაო ადგილი: თბილისი

Gaia IVF Clinic, რეპროდუქციული მედიცინისა და ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით სპეციალიზებული კლინიკა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო პაციენტებთან და სთავაზობს მათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის თანამედროვე სერვისებს, აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო სანიტარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საოპერაციო ოთახებისა და სამუშაო სივრცეების დასუფთავება და დეზინფექცია;

  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ინფექციების პრევენციის წესების დაცვა

  • სამედიცინო ნარჩენების მართვა დადგენილი პროცედურების შესაბამისად

  • საოპერაციო ბლოკის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოწესრიგებულობა

  • სისუფთავისა და დეტალების მიმართ ყურადღება

  • გუნდური მუშაობის უნარი

  • სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მულტიკულტურულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და მოლოდინების შესაბამისად.

Fill out the application.

Drop a file here, or click to upload!