ჩვენ შესახებ

New Life Georgia საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც უკვე მრავალი წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოჯახებს მშობლობის ოცნების ახდენაში ეხმარება. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს: იყო მნიშვნელოვანი მისიის ნაწილი - ყოველდღიურად მონაწილეობ ადამიანების ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და ბედნიერ ეტაპში. იმუშაო საერთაშორისო გარემოში - ითანამშრომლო სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან, პარტნიორებთან და კლიენტებთან, შეიძინო მრავალფეროვანი გამოცდილება და განავითარო გლობალური ხედვა. განავითარო კარიერა და პროფესიული უნარები - ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლების ზრდას, ვაფასებთ მათ პოტენციალს და ვქმნით განვითარების რეალურ შესაძლებლობებს. იყო ძლიერი და მხარდამჭერი გუნდის წევრი - გვჯერა, რომ წარმატება თანამშრომლობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის მხარდაჭერაზე შენდება. გააზიარო იდეები და ინიციატივები - ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის აზრი და ახალი ხედვები, რომლებიც კომპანიის განვითარებას უწყობს ხელს. იმუშაო ადამიანზე ორიენტირებულ გარემოში - ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ პაციენტების, არამედ ჩვენი გუნდის წევრების კეთილდღეობასა და კომფორტზე. New Life Georgia-ში შენ უბრალოდ ახალ სამსახურს არ იწყებ -  უერთდები მისიას, რომელიც ყოველდღიურად ადამიანებს ცხოვრების ყველაზე დიდ ბედნიერებასთან, მშობლობასთან, აახლოებს.