Gaia IVF Clinic, რეპროდუქციული მედიცინისა და ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით სპეციალიზებული კლინიკა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო პაციენტებთან და სთავაზობს მათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის თანამედროვე სერვისებს, აცხადებს ვაკანსიას ექიმი - ლაბორანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ლაბორატორიული კვლევებისა და პროცედურების ჩატარება შესაბამისი პროტოკოლების დაცვით;
- ბიოლოგიური ნიმუშების მიღება, დამუშავება და კვლევისთვის მომზადება;
- ლაბორატორიული კვლევების შედეგების ზუსტი აღრიცხვა და დოკუმენტაციის წარმოება;
- ლაბორატორიული აპარატურის გამართული მუშაობისა და სამუშაო გარემოს სისუფთავის უზრუნველყოფა;
- ბიოუსაფრთხოების, ჰიგიენისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი სამედიცინო ან ლაბორატორიული განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- კონკურენტულ ანაზღაურებას, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.