Gaia IVF Clinic, რეპროდუქციული მედიცინისა და ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით სპეციალიზებული კლინიკა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო პაციენტებთან და სთავაზობს მათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის თანამედროვე სერვისებს, აცხადებს ვაკანსიას გინეკოლოგის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკაში ვიზიტით მისული პაციენტებისთვის ულტრაბგერითი კვლევების ჩატარება შესაბამისი სამედიცინო ჩვენებებისა და დადგენილი პროტოკოლების გათვალისწინებით.
- სუროგატი დედების ორსულობის მიმდინარეობის ულტრაბგერითი მონიტორინგი, ნაყოფის ზრდისა და განვითარების შეფასება და შესაბამისი სამედიცინო მონაცემების აღრიცხვა.
- ორსულობის პერიოდში ნაყოფის გულისცემის, ბიომეტრიული მაჩვენებლების, სანაყოფე წყლების რაოდენობის, პლაცენტის მდებარეობისა და სხვა შესაბამისი პარამეტრების შეფასება.
- ორსულობის მიმდინარეობასთან დაკავშირებული შესაძლო გართულებებისა და პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტის ინფორმირება.
- ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევების შედეგების საფუძველზე სამედიცინო დასკვნის მომზადება და შედეგების პაციენტის სამედიცინო ისტორიაში სათანადოდ ასახვა.
- კვლევის შედეგების შესახებ პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება საკუთარი პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში.
- სამედიცინო ჩვენების არსებობის შემთხვევაში პაციენტის დამატებით კვლევებზე ან შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციაზე გადამისამართების რეკომენდაციის გაცემა.
- პაციენტთა სამედიცინო დოკუმენტაციის, კვლევის შედეგებისა და პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა მოქმედი კანონმდებლობისა და კლინიკის შიდა წესების შესაბამისად.
- კლინიკის სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობა პაციენტებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
- პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის მუდმივი განვითარება და სამედიცინო სფეროში არსებული თანამედროვე სტანდარტებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება.
აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარები:
- შესაბამისი სამედიცინო განათლება და რადიოლოგის პროფესიული კვალიფიკაცია.
- ულტრაბგერითი კვლევების ჩატარების შესაბამისი გამოცდილება.
- პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- პროფესიული განვითარების მუდმივი სურვილი.
- ინგლისური ენის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მულტიკულტურულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და მოლოდინების შესაბამისად.