New Life Georgia
პოზიცია: ჩინურენოვანი გაყიდვების კოორდინატორი
New Life ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან კანდიდატს საერთაშორისო პაციენტებთან სამუშაოდ, რომელიც დაეხმარება უშვილო წყვილებს შესაბამისი პროგრამების დაგეგმვაში (პაციენტების საჭიროებებზე მორგებით), კოორდინაციაში და პროგრამის მართვის პროცესში.
მოვალეობები:
- კომპანიის ვებგვერდიდან შემოსულ ინქვაირებზე (inquiries) პაციენტებთან კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება და პაციენტის საჭიროებებზე დაყრდნობით პროგრამის დადასტურება;
- საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა, მომზადება და ნოტარიუსთან ერთად დაგეგმვა;
- პოტენციური ბაზრის, პარტნიორებისა და პაციენტების მოზიდვა (რეკლამას უზრუნველყოფს კომპანია);
- IVF / სუროგაციის / დონაციის პროგრამების დაგეგმვა და პაციენტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- კონტრაქტების გაფორმება, ინვოისების გაგზავნა და გადახდების კონტროლი (სამედიცინო კოორდინატორთან გადაბარებამდე);
- თანხის მიღების შემდეგ პროგრამის სამედიცინო ნაწილში კოორდინაცია სამედიცინო გუნდთან ერთად (ძირითადად თარგმნის ფუნქციით);
- პროგრამის მიმდინარეობისას პაციენტების მუდმივი ინფორმირება და მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში, თარგმნის მხარდაჭერა);
- საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა (ჩინეთი ან სხვა ქვეყნები), კომპანიის სერვისების პრეზენტაციის მიზნით;
- საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაგზავნა (საელჩოს ან სხვა ოფიციალური მოთხოვნების შესაბამისად).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ჩინური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერა და საუბარი);
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერა და საუბარი);
- გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი: Online ან Hybrid
ოფისის მისამართი: საირმის ქ. 57
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით