ჩინურენოვანი გაყიდვების კოორდინატორი
17-06-2026 - 17-07-2026
Work rate: Complete

 New Life Georgia 

პოზიცია: ჩინურენოვანი გაყიდვების კოორდინატორი

New Life ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან კანდიდატს საერთაშორისო პაციენტებთან სამუშაოდ, რომელიც დაეხმარება უშვილო წყვილებს შესაბამისი პროგრამების დაგეგმვაში (პაციენტების საჭიროებებზე მორგებით), კოორდინაციაში და პროგრამის მართვის პროცესში.

 

მოვალეობები:

  • კომპანიის ვებგვერდიდან შემოსულ ინქვაირებზე (inquiries) პაციენტებთან კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება და პაციენტის საჭიროებებზე დაყრდნობით პროგრამის დადასტურება;
  • საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა, მომზადება და ნოტარიუსთან ერთად დაგეგმვა;
  • პოტენციური ბაზრის, პარტნიორებისა და პაციენტების მოზიდვა (რეკლამას უზრუნველყოფს კომპანია);
  • IVF / სუროგაციის / დონაციის პროგრამების დაგეგმვა და პაციენტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • კონტრაქტების გაფორმება, ინვოისების გაგზავნა და გადახდების კონტროლი (სამედიცინო კოორდინატორთან გადაბარებამდე);
  • თანხის მიღების შემდეგ პროგრამის სამედიცინო ნაწილში კოორდინაცია სამედიცინო გუნდთან ერთად (ძირითადად თარგმნის ფუნქციით);
  • პროგრამის მიმდინარეობისას პაციენტების მუდმივი ინფორმირება და მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში, თარგმნის მხარდაჭერა);
  • საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა (ჩინეთი ან სხვა ქვეყნები), კომპანიის სერვისების პრეზენტაციის მიზნით;
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაგზავნა (საელჩოს ან სხვა ოფიციალური მოთხოვნების შესაბამისად).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ჩინური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერა და საუბარი);
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერა და საუბარი);
  • გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

სამუშაო გრაფიკი: Online ან Hybrid
ოფისის მისამართი: საირმის ქ. 57
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით

 

 

Photo

Fill out the application.

Drop your file(s) here, or click to upload!