Gaia IVF Clinic, რეპროდუქციული მედიცინისა და ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით სპეციალიზებული კლინიკა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო პაციენტებთან და სთავაზობს მათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის თანამედროვე სერვისებს, აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიოლოგის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის წინასაოპერაციო ანესთეზიოლოგიური შეფასება;
- პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით ანესთეზიის შესაბამისი მეთოდის შერჩევა;
- ანესთეზიის ჩატარება სამედიცინო პროცედურებისა და ქირურგიული ჩარევების დროს;
- პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების უწყვეტი მონიტორინგი პროცედურის მიმდინარეობისას;
- პაციენტის უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფა პროცედურის წინ, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ;
- პოსტანესთეზიური მდგომარეობის შეფასება და საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესების შესაბამისად;
- კლინიკის სამედიცინო პერსონალთან ეფექტიანი თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ანესთეზიოლოგის შესაბამისი სპეციალობა და საქმიანობისთვის აუცილებელი მოქმედი სერტიფიკატი;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პაციენტის უსაფრთხოების პრინციპებისა და კლინიკური პროტოკოლების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღებიანობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
- თანამშრომლობას საერთაშორისო სამედიცინო ქსელის ფარგლებში;
- ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.