რეგისტარტურის თანამშრომელი
08-10-2026 - 06-11-2026

���� სამუშაო ადგილი: თბილისი

Gaia IVF Clinic, რეპროდუქციული მედიცინისა და ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით სპეციალიზებული კლინიკა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო პაციენტებთან და სთავაზობს მათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის თანამედროვე სერვისებს, აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატურის თანამშრომელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკაში მისული პაციენტების მიღება, რიგის მართვა და შესაბამის სპეციალისტებთან ან სამედიცინო განყოფილებებთან მათი სათანადო გადამისამართების უზრუნველყოფა.
  • შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი, პაციენტებისთვის საჭირო ადმინისტრაციული ინფორმაციის მიწოდება და ექიმებთან ვიზიტების დაგეგმვა და დაჯავშნა.
  • ახალი პაციენტებისთვის სამედიცინო ისტორიის გახსნა, სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება, პირადი და საპასპორტო მონაცემების აღრიცხვა და პროგრამულ სისტემაში პაციენტის რეგისტრაცია.
  • პაციენტებისგან მიღებული თანხების აღრიცხვა, სალარო ოპერაციების განხორციელება და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სათანადო წესით გაფორმება.
  • პაციენტების პირადობისა და საპასპორტო დოკუმენტების ასლების დამზადება, ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და შესაბამისი მონაცემების განახლება.
  • პაციენტების სამედიცინო პროცედურების გეგმების (Plan) წინასწარ შემოწმება, გადახდების მდგომარეობისა და პროგრამულ სისტემაში არსებული მონაცემების სისწორისა და სისრულის კონტროლი.
  • საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებებისა და ლაბორატორიების მიერ მოწოდებული ყოველთვიური ინვოისების შემოწმება, შესაბამისი მონაცემების შედარება და გამოვლენილი შეუსაბამობების დაზუსტება.
  • პარტნიორი კლინიკებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების ყოველთვიური მონაცემების პროგრამული სისტემიდან ამოღება, გადამოწმება და ბუღალტერთან დროული გადაგზავნა.
  • საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის ლაბორატორიული ანალიზების პასუხების ელექტრონული ფოსტით გაგზავნა, კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნების დაცვით.
  • გაყინული ბიოლოგიური მასალის პირველადი შენახვისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის უზრუნველყოფა და გადახდების სათანადო აღრიცხვა.
  • კლინიკის მიერ ყოველთვიურად გაწეული მომსახურების შესახებ მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია და ბუღალტერთან გადაგზავნა ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების მიზნით.
  • პაციენტების სარეგისტრაციო მონაცემებისა და გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაციის სიზუსტის, სისრულისა და დროული განახლების უზრუნველყოფა.
  • კლინიკის შიდა წესებისა და პროცედურების დაცვა, პაციენტთა პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის სათანადო დაცვა.

აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარები:

  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • პაციენტებთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი.
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე.
  • საოფისე პროგრამებისა და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მულტიკულტურულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და მოლოდინების შესაბამისად.

Fill out the application.

Drop a file here, or click to upload!